- გადმოიწერეთ და დააინსტალირეთ უფასოდ შემოთავაზებული პროგრამა X-Lite, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან.
- სატელეფონო პროგრამის დაკონფიგურირება ძალიან მარტივია:
როცა პირველად გაუშვებთ X-Lite-ს გამოვა
მენიუ სადაც უნდა მიუთითოთ თქვენი მონაცემები.
სურათზე ჩანს დაახლოებით როგორ უნდა შეავსოთ მონაცემები,
თქვენი ნომერი იქნება შეასბამის ველში.
ან მენიუში შეგიძლიათ შეხვიდეთ ასე:Menu->System Setings->Sip Proxy->Default
- ხმის ხარისხის გაუმჯობესებისთვის,
X-Lite-ში და X-PRO-ში რეკომენდებულია ჩართოთ სიჩუმის გადაცემა!
ამისთვის შედით:
Menu->Advanced System Settings->Audio Settings->Silence Settings->Transmit Silence: YES
- ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სატელოფონო პროგრამით X-PRO , რომელსაც მეტი ფუნქციები აქვს.
ტელეფონს უფასოდ მოყვება ციფრული ავტომოპასუხე. თუ თქვენ არ პასუხობთ ზარზე 25 წამის განმავლობაში ან გათიშული გაქვთ ტელეფონი ირთვება ავტომოპასუხე და ვინც რეკავს შეუძლია დატოვოს ხმოვანი შეტყობინება. იმისთვის რომ მოუსმინოთ ხმოვანი შეტყობინებები უნდა დარეკოთ ნომერზე 700 ამ ნომერზე დარეკვის შემდეგ ირთვება ინტერაკტიული მენიუ, ცოტა ინგლისური უნდა იცოდეთ , იმისთვის რომ მოუსმინოთ შეტყობინენები დაჭირეთ 1
თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი პერსონალური მისალმება ავტომოპასუხეზე ამისთვის რეკავთ 700 , მერე აჭერთ 0 , მერე 1 , მერე სიგნალის მერე ამბობთ თქვენ მისალმებას და ბოლოში აჭერთ # დამთავრების ნიშნად, მერე 1 იმისთვის რომ შეინახოთ ჩაწერილი მისალმება.
თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი VoiceMailBox-ი ნებისმიერი სხვა ტელეფონიდან ( ქალაქის ნომრიდან, მობილურიდან ან საზღვარგარეთ ყოფნის დროს), ამისთვის უნდა დარეკოთ ნომერზე: 485 700 და ტონალურ რეჯიმში შეიყვანოთ თქვენი ნომერი და პაროლი მეილბოქსისთვის, რომელიც შეგიძლიათ დააყენოთ/შეცვალოთ თქვენი ტელეფონიდან 700-ზე დარეკით. როცა შეხვალთ ხმოვან მენიუში დააჭირეთ 0 მერე 4-ს