VoIP.GE - გლობალური ქართული VoIP ქსელი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას თქვენი ინტერნეტთან მუდმივი დაკავშირების მეშვეობით მნიშვნელოვნად შეამციროთ ხარჯები საერთაშორისო და ადგილობრივ სატელეფონო ზარებზე.
- საზღვარგარეთიდან დარეკვა თბილისში 4 თეთრად, რეგიონებში 10 და მობილურებზე დარეკვა მაგთი, ჯეოსელი 10 თეთრი ბილაინი12 თეთრი..
- თბილისიდან დარეკვა ამერიკაში და ევროპაში 12 თეთრად, მოსკოვი და სანქტ–პეტერბურგი 7 თეთრად, რუსეთში მობილური 20 თეთრად.
ასევე, გთავაზობთ თბილისის სატელეფონო ნომრებს ინდექსით 485XXX, 486XXX და 487XXX.
რა უპირატესობა აქვს ამ ნომერს:
- თქვენ გაქვთ თანამედროვე ციფრული ტელეფონი ყველა დამატებითი ფუნქციებით უფასოდ, ესენია: ნომრის ამომცნობი (CallerID), ზარის მოლოდინი, მრავალი ხაზი, კონფერენცია და მრავალი სხვა.
- საუბრის ხარისხი არის ძალიან მაღალი და მნიშვნელოვნად განსხვავდება, ჩვეულებრივი სატელეფონო ხაზისაგან, ვინაიდან ჩვენ ვიყენებთ უახლოეს ციფრულ ტექნოლოგიებს.
- 485XXX, 486XXX და 487XXX ინდექსის ფარგლებში დარეკვა უფასოა, თქვენ შეგიძლიათ ყველგან დააყენოთ ასეთი ტელეფონი სადაც არის ინტერნეტი 64კბ/წმ სიჩქარემდე და ისაუბროთ კოლეგებთან და მეგობრებთან უფასოდ. მნიშვნელოვნად იაფია მობილურებზე დარეკვა მაგთი,ჯეოსელი 12 თეთრი ბილაინი 19 თეთრი.
რა არის საჭირო იმისათვის რომ მიიღოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული მაღალი ხარისხის, ულტრა-თანამედროვე სატელეფონო ნომერი:
- თქვენ უნდა იმყოფებოდეთ თბილისში.
- თქვენ უნდა გქონდეთ ინტერნეტთან მუდმივი კავშირი სიჩქარით არანაკლებ 64 კბ/წ (ლოკალური ტრაფიკი).
- თუ თქვენ გსურთ ჩვეულებრივი აპარატის გამოყენება, ამისათვის უნდა შეიძინოთ სატელეფონო ადაპტერი, რომელიც ირთვება ლოკალურ ქსელში და ადაპტერში შეაერთოთ თქვენი ანალოგიური ტელეფონი, სატელეფონო ადაპტერის შეძენა შეგიძლიათ 48 50 00 დარეკვით, ჩვენთან ოფისში.
- მეორე ვარიანტი: თქვენ უნდა გქონდეთ კომპიუტერი, რომელსაც აქვს ხმის კარტა, ყურსასმენები და მიკროფონი; თქვენს კომპიუტერში უნდა გადმოწეროთ და დააინსტალიროთ უფასოდ შემოთავაზებული პროგრამა X-Lite, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან.
- უფასო სატესტო ნომრის აღება შეგიძლიათ რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
აქ არის პროგრამული ტელეფონის X-Lite დაკონფიგურირების მაგალითი.