-
ხმა ისმის წყვეტილად და ცუდი ხარისხით
>> ხმის ხარისხი დამოკიდებულია თქვენი ინტერნეტთან კავშირის ხარისხზე. GSM კოდეკის გამოყენების დროს აუცილებელია 30 კბ/წ გარანტირებული სიჩქარე (UP/DOWN).
-
ჩემს მოსაუბრეს ესმის ექო.
>> ეს შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ იყენებთ ყურსასმენებს და დინამიკებიდან ხმა ბრუნდება მიკროფონში.
-
რა მჭირდება ხელშეკრულების გასაფორმებლად?
>> ხელშეკრულების გასაფორმებლად მობრძანდით ჩვენთან ოფისში და წარმოადგინეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
-
სად გადავიხადო დეპოზიტი?
>> დეპოზიტის თანხის გადახდა შესაძლებელია შ.პ.ს. `სერვისის' ანგარიშებზე თი ბი-სი ბანკსის მთაწმინდის ფილიალში (თავისუფლების მოედანზე ძველი უნივერმაღი `თბილისის' პირდაპირ) უნდა მიხვიდეთ აღნიშნული ბანკის ოფისში და თქვენი ტელეფონის ნომერის, სახელის და გვარის მითითებით გადაიხადოთ სასურველი თანხა მინიმუმ 5 ლარი, ტელეფონი ჩაირთვება ორმხრივად 12 საათის განმავლობაში, თი ბი სი ბანკის ინტერნეტ ბანკინგის ვიზა პლასტიკურ ბარათთან ერთად, მისვლა ბანკში არ დაგჭირდებათ ისარგებლეთ ჩვენი სერვისის DSL ინტერნეტით და გაიიოლეთ ცხოვრება.
-
როგორ გავიგო რა თანხა მაქვს ანგარიშზე დარჩენილი?
>> უნდა აკრიფოთ 800 (ქართულად) ან 900 (ინგლისურად) და ყურადრებით მოუსმინოთ ავტომოპასუხეს.
-
როგორ შეიძლება ეს ტელეფონი კომპიუტერიდან ჩვეულებრივ ტელეფონზე გადავიტანოთ?
>>ჩვენთან ოფისში, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტით გადმოგეცემათ სატეკლეფონო ადაპტერი და ჩვეულებრივი ტელეფონის აპარათის მასზე მიერთებით შეძლებთ ისარგებლოთ სატელეფონო ნომრით. ასეთ შმთხვევაში სააბონენტო გადასახადი დაგერიცხებათ 2 ლარის ოდენობით.