ქ. თბილისი -- --------- 2005 წ
შ.პ.ს. `სერვისი' მისი დირექტორის ვაჯა ხუციშვილის სახით, ერთის მხრივ, და -------------------------------------- (შემდგომში „მომხმარებელი) ----------------------------------------- სახით მეორეს მხრივ, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების გაწევაზე “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, მოქმედი სამოქალაქო კოდექსისა და დადგენილი ტარიფებისა და წესების შესაბამისად.
I. ტერმინთა განმარტებები
ამ ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადგილობრივი სატელეფონო მომსახურება (შემდგომში "მომსახურება") - სატელეფონო მომსახურება, რომელსაც ახორციელებს ოპერატორი ადგილობრივი კავშირის ზონაში;
ბ) მომსახურების შეზღუდვა - ოპერატორის მიერ მომსახურების შეზღუდული პირობებით მიწოდება;
გ) მომსახურების შეწყვეტა - ოპერატორის მიერ მომხმარებლისათვის მომსახურების მიწოდების შეწყვეტა;
დ) ტარიფი - ოპერატორის მიერ შეთავაზებული მომსახურების სახეებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ხარჟებზე ორიენტირებული საფასური;
ვ) დეპოზიტი - მომხმარებლის მიერ ოპერატორის ანგარიშზე წინასწარ ჩარიცხული განსაზღვრული თანხა;
ზ) ადგილობრივი კავშირის ზონა - ტერიტორია, რომლის ფარგლებში მომხმარებელთა ერთმანეთთან დაკავშირება უზრუნველყოფილია საქალაქთაშორისო და საერთაშორისო გამოძახებების გარეშე;
II. მომსახურების მიწოდება
1. მომსახურების მიწოდება ხდება წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.
2. ოპერატორი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ხარისხიანი მომსახურება.
3. ოპერატორი მომხმარებელს ანიჭებს სააბონენტო (ტელეფონი) ნომერს 485XXX, 486XXX
4. მომსახურების მიწოდების თარიღი --------------.
III. ინფორმაციული უზრუნველყოფა
1. მომხმარებელს უფლება აქვს ოპერატორისაგან მოითხოვოს და მიიღოს, ხოლო ოპერატორი ვალდებულია უსასყიდლოდ მიაწოდოს მომხმარებელს მისთვის გაწეული მომსახურების შესახებ მასთან დაცული ინფორმაცია და დოკუმენტი, წინა თვის დეტალური ანგარიში ან მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის დამატებითი მომსახურების მიღების პირობებისა და საშეღავათო სისტემის შესახებ, ხოლო განსაზღვრული თანხის გადახდის შემთხვევაში უზრუნველყოს იგი მოთხოვნილ პერიოდზე დეტალური ანგარიშითაც.
2. ოპერატორი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს სატელეფონო ხაზის უსაფრთხოებისა და მასში მესამე პირთა უნებართვო ჩართვისაგან დაცვას დამატებითი მომსახურების გარეშე და მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს ის ამგვარი დამატებითი მომსახურებით.
IV. მომხმარებლის ვალდებულება
1. მომხმარებელი ვალდებულია:
ა) სავალდებულო დეპოზიტის არსებობის შემთხვევაში დროულად და სრულად გადაიხადოს ის.
ბ) დაუბრკოლებლად დაუშვას ოპერატორის წარმომადგენელი ტექნიკური მოწყობილობის განთავსების ადგილზე.
V. ტარიფები
1. მომსახურების ტარიფები განისაზღვრება ოპერატორის მიერ.
2. მიმდინარე პერიოდში მოქმედი მომსახურების ტარიფები თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას.
და მოცემულია საიტზე www.voip.ge
VI. ანგარიშსწორება
1. ოპერატორთან მომხმარებლის ანგარიშსწორება ხორციელდება მიღებული მომსახურების ანგარიშის საფუძველზე, საბანკო ქსელის მეშვეობით, არა უგვიანეს შესაბამისი თვის ბოლო რიცხვისა.
VII. დეპოზიტი
1. დეპოზიტი მომხმარებლისთვის არის სავალდებულო.
2. მინიმალური შესატანი თანხა არის 10 ლარი, იმ შემთხვევაში თუ აბონენტი არ ისარგებლებს ტელეფონით 30 დღის განმავლობაში ავტომატურად ჩამოეჭრება თანხა 3 ლარის ოდენობით, ოპერატორი იტოვებს უფლებას სატელეფონო ინდექსი, რომლითაც არ სარგებლობს აბონენტი 60 კალენდარული დღის განმავლობაში ან არ აქვს დადებული დეპოზიტი, გაფრთხილების გარეშე ჩამოართვას მფლობელს.
VIII. მომსახურების შეზღუდვა
1. მომხმარებლისათვის მომსახურების შეზღუდვა ხდება წინამდებარე ხელშეკრულებისა და ოპერატორებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
2. მომსახურების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) სავალდებულო დეპოზიტის დადგენის შემთხვევაში მომხმარებლის მიერ მისი გადაუხდელობა;
ბ) ოპერატორის მოწყობილობის დაზიანება;
ე) ყალბი ინფორმაციის წარდგენით მომხმარებლის მიერ მომსახურების მიღება;
ვ) მომხმარებლის მიერ ტექნიკური მოწყობილობის განთავსების ადგილზე ოპერატორის წარმომადგენლის დაშვებაზე უარი;
3. მომსახურების შეზღუდვა ხდება მხოლოდ ამ მომსახურების განმახორციელებელი ოპერატორის მიერ, მასსა და მომხმარებელს შორის, აგრეთვე სხვა ოპერატორებთან დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული წესით.
IX. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტის პირობები
1. ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულებაში აღნიშნული თარიღიდან და მოქმედებს ერთი წლის ვადით. ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელებულად ითვლება თუ მხარეები აგრძელებენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:
ა) ) მხარეთა შეთანხმებით;
ბ) მომხმარებლის მიერ ოპერატორის მხრიდან ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევეაში.
3. მომხმარებელს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ.
4. მომხმარებეს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება საგადასახადო ვალდებულებების (დავალიანების) სრულად შესრულების შემდეგ ოპერატორისათვის 10 სამუშაო დღით ადრე წერილობითი შეტყობინების შესაბამისად.
X. ფორს მაჯორი
1. ფორს მაჯორული გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით განსაზღვრული, მესამე პირის, ან მხარეთაგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოშობილი და დაუძლეველი გარემოებები) მხარეებს ათავისუფლებს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან ამ გარემოებათა მოქმედების პერიოდში.
2. მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით აცნობონ ერთმანეთს ფორს მაჯორული გარემოებების დაწყებისა და დამთავრების თაობაზე.
XI. დამატებითი პირობები
1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ პირად, რომელთაგან თითოეულს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარესთან.
2. ამ ხელშეკრულებაზე თანდართული დანართები (დანართი ¹1) წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
XII. მხარეთა რეკვიზიტები
ოპერატორი: მომხმარებელი:
შ.პ.ს. `სერვისი' -----------------------------
მისამართი ------------------------ მისამართი --------------------------
ქ. თბილისი, სანაპიროს 8 ქ. თბილისი---------------------------
ტელეფონი ------------------------
ტელეფონი: 923450
485000
____________________ _____________________
ხელმოწერა ხელმოწერა
თარიღი: თარიღი: